“სააკაშვილთან ერთად ყურძნის დაწურვაზე ვთქვი უარი და ამის გამო 10 წელი მომისაჯეს, ახლა ვისაც რა სურს და ვისაც რა მოადგება ენაზე იმას საუბრობს და ამისთვის არავინ იჭერს. კარგით რა, შეირგეთ ეს თავისუფლება. ევროპაშიც შევალთ და არავის მონებიც არ გავხდებით!”- ასე ეხმაურება მომღერალი თემურ თათარაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
“დიდი ხანია არაფერს ვწერ და სიმართლე გითხრათ თავს ვიკავებდი დღემდე ,მაგრამ ვეღარ მოვითმინე და მაინც დავწერე ეს სტატუსი ახლა.2006 წლის 25 სექტემბერს უარი რომ ვთქვი სააკაშვილთან ერთად ყურძენი დამეწურა ეგ გახდა მიზეზი ჩემი დაჭერის და 10 წელი მომისაჯეს.გარდა ამისა,ბევრად უარესი ის გააკეთეს რომ დღემდე ბევრს გონია ,თითქოს სულ სხვა ბრალდებით ვიჯექი ციხეში რადგან მაშინვე საინფორმაციო კამპანიით ეცადნენ ჩემთვის სახელის გატეხვას როგორც სჩვეოდათ ხოლმე.
ახლა ვისაც რა სურს და ვისაც რა მოადგება ენაზე იმას საუბრობს, თუ სცენიდან და თუ ტელე ეკრანებიდან და ამისთვის არავინ იჭერს. კარგით რა შეირგეთ ეს თავისუფლება. ევროპაშიც შევალთ და არავის მონებიც არ გავხდებით!” – წერს თათარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.








