4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება გუშინ წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.