4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

თამთა მეგრელიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პირებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას არ იღებდა: ბურჭულაძემ და ზოდელავამ კი, მე – არაო

“ხალხი ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებას ეხმიანება.

ახალაია, თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავდა თუ არა, ამ ადამიანებთან, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, სახელმწიფოს გადატრიალებას? – ახალაია პასუხობს, “ეგ ხალხი რასაც აკეთებდა იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ”.

მეგრელიშვილმა ახალაიას პასუხი მიიჩნია იმის დასტურად, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა ნამდვილად გეგმავდნენ სახელმწიფოს გადატრიალებას, ხოლო თვითონ არა.

“ბურჭულაძემ და ზოდელავამ კი, მე – არაო”- წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

https://www.facebook.com/share/v/1CKX9N4L4V/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.