4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: ვეკითხებით ევროპული სახელმწიფოების ელჩებს – მათ ქვეყნებში რომ მთავარი მაგისტრალი გადაკეტონ, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება? რადგან ამ ფაქტს არ გმობენ, ე.ი. კანონდარღვევას მხარს უჭერენ

ყველაზე საგანგაშო დღევანდელ დღეს არის ევროპული სახელმწიფოების დუმილი იმ გაცხადებულ კანონდარღვევაზე, რასაც დღეს აპირებს ე.წ. ოპოზიცია. მაშინ, როდესაც დასავლეთიდან ნიაღვრად მოედინება დეზინფორმაცია ყველა საკითხზე, ჩვენი „პარტნიორები“ კანონის უზენაესობას არ აღიარებენ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მაგისტრალის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემენ და შესაბამისად, ეს აქცია კიდევ ერთი დაპირისპირებისა და ხმაურისთვის დაგეგმეს.

„ვეკითხებით ევროპული სახელმწიფოების ელჩებს – მათ ქვეყნებში რომ მთავარი მაგისტრალი გადაკეტონ, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება? როგორი იქნება რეაქცია სამართალდამცველების მხრიდან? რადგან ამ ფაქტს არ გმობენ, ე.ი. კანონდარღვევას მხარს უჭერენ. სწორედ ამით არიან წახალისებულნი ის ახალგაზრდები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ.

ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მაგისტრალის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემენ. მათ ეს აქცია კიდევ ერთი დაპირისპირებისა და ხმაურისთვის დაგეგმეს, რომ შემდეგ „პოლიტპატიმრების“ რიგებს რამდენიმე ადამიანი მიამატონ და შემდეგ ამაზე ახალი რეზოლუციები გამოაცხონ უცხოეთიდან. ეს არის ამ ყველაფრის მიზეზიც და მიზანიც“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.