4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე: ძლიერი სახელმწიფო სწორედ იქ ჩანს, სადაც უსამართლო სპეკულაციას აჩერებს და ხალხის ინტერესს იცავს!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სასურსათო პროდუქტებზე არსებულ მაღალ ფასებზე პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვას და ინიციატივას, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესს საჯაროდ შეისწავლის სოციალური ქსელით ეხმიანება.

დეპუტატი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს.

„ბრავო!

პრემიერის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე!

როცა ხელოვნურად გაბერილი ფასები და კარტერული გარიგებების კვალი იკვეთება, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს!

ეს ნიშნავს მომხმარებლის დაცვას, ჯანსაღ კონკურენციას და პასუხისმგებლიან ბაზარს.
ძლიერი სახელმწიფო სწორედ იქ ჩანს, სადაც უსამართლო სპეკულაციას აჩერებს და ხალხის ინტერესს იცავს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.