4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზურაბ ქადაგიძე: მზია ამაღლობელი არა პრესის თავისუფლებისთვის არამედ, სახელმწიფოზე სილის გაწვნისათვისაა დაჯილდოებული – სწორედ ლიბერალური ფაშიზმის მთავარი “ნარატივია” – ვინც ჩვენი არ არის ის უნდა “ჩაირეცხოს”, ხოლო ვინც ჩვენია, თუნდაც ნაძირალა იყოს, გმირად უნდა გავასაღოთ!

100%! მზია ამაღლობელი არა პრესის თავისუფლებისთვის არამედ, სახელმწიფოზე სილის გაწვნისათვისაა დაჯილდოებული, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის წევრი“, ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი გრძელიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მზია ამაღლობელისთვის ჯილდოს გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით.

ქადაგიძის განცხადებით, საქმე გვაქვს ლიბერალურ ფაშიზმთან, რომლის მთავარი „ნარატივიც“ მოწინააღმდეგეთა მოშორებაა, ხოლო მათიანის, თუნდაც უღირსი ადამიანის, გმირად გამოცხადება.

„100%!
მზია ამაღლობელი არა პრესის თავისუფლებისთვის არამედ, სახელმწიფოზე სილის გაწვნისათვისაა დაჯილდოებული.
4 ოქტომბერს რადიკალმა აქტივისტებმა რომ საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს, პირდაპირ ეთერში უცნობი სითხე შეასხეს, ვინმემ დაგმო, აღშფოთდა ?

არა, რადგან სწორედ ლიბერალური ფაშიზმის მთავარი “ნარატივია” – ვინც ჩვენი არ არის ის უნდა “ჩაირეცხოს”, ხოლო ვინც ჩვენია, თუნდაც ნაძირალა იყოს, გმირად უნდა გავასაღოთ!“,- წერს ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.