4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზურაბ ქადაგიძე: ლორა თორნტონი გახლავთ „დიიფ სთეითის“ სინდიკატის ერთი საცეცი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის, ქართული ხაზის კურატორია

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „მაკკეინის ინსტიტუტის“ პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის განცხცადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია”

როგორც ქადაგიძე წერს, საინტერესოა ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ კურატორის ბრძანებას აღასრულებენ და უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას?!

„თორნტონმა დაწერა – „ტრამპი გამაუპატიურებელი და კრიმინალია” და ქართველი მეგობრებისგან მისი ზედმეტი ქება “ყურს ჭრის”.

არა და, ამის სტიპენდიატი ზურაბიშვილი, ბეცივით დაბორიალობდა კაპიტოლიუმის დერეფნებში, ტრამპისთვის ფოტოს გადასაღებად.

ამისვე „დემოკრატიული ხაზის“ გამტარია ჯო უილსონი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა, ქართველი ექსტრემისტების მიმართ.

ეს ქალბატონი გახლავთ, „დიიფ სთეიტის” სინდიკატის ერთი საცეცი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის, ქართული ხაზის კურატორია.

აბა, ახლა როგორ გადაალაგებენ „მესიჯ-ბოქსს“ ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ კურატორის ბრძანებას აღასრულებენ და უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას?!

მოკლედ, დიდი განსაცდელი უდგათ ლიბერ-ფაშისტებს!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.