4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზვიად შალამბერიძე ამაღლობელის საქმეზე: ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე „ბათუმელების“ და „ნეტ გაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი და მუხლის გადაკვალიფიცირება მოწმობს იმას, რომ მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელია.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არის სრულიად დამოუკიდებელი და ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა მიუთითებს, იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. სხვადასხვა სპეკულაციები ამ თემაზე, რომელიც უკვე დაიწყო, რომელიც დარწმუნებული ვარ გაგრძელდება ნამდვილად უადგილოა. გადაწყვეტილება მიღებულია ისეთი, რაც მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ“,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.