4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზვიად ავალიანი: “ოდესმე ვინმეს უკითხავს უკრაინელებისთვის უნდათ თუ არა მათ ნატოში ან თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაცია თუკი ამის ფასი იქნება კონფლიქტი მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოსთან, რასაც მოყვება ომი, უზარმაზარი მსხვერპლი, მოსახლეობის განახევრება, ეკონომიკის გაჩანაგება და საერთოდ ამ ქვეყნის და ხალხის ფიზიკური არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება?”

“დასავლური მედია გაკვირვებულია, რატომ ვერ ახერხებს უკრაინა მეტი ჯარისკაცის მობილიზებას და საერთოდ, რატომ გარბის ქვეყნიდან ძალიან ბევრი პოტენციური წვევამდელი. არადა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ხომ უკრაინული საზოგადოების არჩევანია?” – წერს ტელეწამყვანი და პოლიტიკის ექსპერტი ზვიად ავალიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
“პრინციპში, სწორედ ამის დასამტკიცებლად იხარჯებოდა და იხარჯება უამრავი ფული სოციოლოგიურ კვლევებში, მაგრამ რატომ არ სურს მილიონობით ადამიანს მოკვდეს “საკუთარი არჩევანის” გამო?
პასუხი ძალიან მარტივია – რეალურად უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთელი, ე.წ. “პროდასავლური სოციოლოგიის” მანიპულაციურობა.
მთავარი მანიპულაცია ამ კვლევებში ისაა, რომ იგი აღწერს (რამდენად ობიექტურად – ეს საკითხი ამჯერად საერთოდ ღიად დავტოვოთ) მოსახლეობაში დამკვიდრებულ გეოპოლიტიკურ გემოვნებას, მაგრამ არასდროს აკონკრეტებინებს რესპონდენტს, თუ რამდენად პრიორიტეტულია მისთვის ეს საკითხი და რას მიანიჭებდა უპირატესობას, თუ ამ სურვილის განხორციელება სხვა სურვილებისა და მოთხივნილებების დათმობას მოითხოვს.
მაგალითად, წარმოიდგინეთ ასეთი კვლევა: საკლასო ოთახში შედის სოციოლოგი და სვამს კითხვას: “ბავშვებო, გინდათ ნაყინი”?
ამ კითხვაზე ის სავარაუდოდ 100 იდან 99 ბავშვისგან დადებით პასუხს მიიღებს, რადგან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დასმული კითხვა ავტომატურად ნიშნავს, რომ წინაპირობა არ არსებობს და ნაყინის მიღება ყოველგვარი დაბრკოლების ან ძალისხმევის გარეშე შეიძლება აქ და ახლა.
მაგრამ საკმარისია სოციოლოგმა კითხვაში შეიტანოს ინფორმაცია ფასის შესახებ და დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორცია მომენტალურად შეიცვლება.
მაგალითად, თუ კითხვა ასე იქნება ჩამოყალიბებული: “ბავშვებო გინდათ ნაყინი 10 დოლარად?” – აქ უკვე მსურველთა რაოდენობა შემცირდება და განაგრძობს შემცირებას ფასის ზრდის პირდაპირპროპორციულად.
ახლა მოდით გავზარდოთ ფასი და დავაკვირდეთ შედეგების დინამიკას. რაღაც მომენტში აუცილებლად მივაღწევთ წერტილს სადაც 100-იდან არც ერთი ბავშვი არ მოგვცემს დადებით პასუხს.
რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ საბოლოო ჯამში ამ ექსპერიმენტიდან გამომდინარე? ბოლოს და ბოლოს, უნდათ თუ არა ბავშვებს ნაყინი?
უნდათ. უფრო სწორად კი, უყვართ რადგან ფასის დასახელების გარეშე კითხვა “გინდა თუ არა ნაყინი” იგივეა რაც კითხვა “გიყვარს თუ არა ნაყინი” და მხოლოდ ფასის დასახელების შემდეგ შეიძლება გაირკვეს რეალურად რამდენად უნდა ბავშვს ნაყინი და რამდენი სხვა სურვილის დასათმობად არის მზად ნაყინის სურვილის დასაკმაყოფილებლად.
ახლა მოდით გადავიტანოთ ეს ლოგიკა პოლიტიკაზე: ოდესმე ვინმეს უკითხავს უკრაინელებისთვის უნდათ თუ არა მათ ნატოში ან თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაცია თუკი ამის ფასი იქნება კონფლიქტი მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოსთან, რასაც მოყვება ომი, უზარმაზარი მსხვერპლი, მოსახლეობის განახევრება, ეკონომიკის გაჩანაგება და საერთოდ ამ ქვეყნის და ხალხის ფიზიკური არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება?
არადა წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო ამ კითხვაზე მათი პასუხის გაგება, არა?
მაგრამ ასეთი კითხვა მათთვის არავის არასდროს დაუსვამს, მიუხედავად იმისა რომ ეს პერსპექტივა არავისთვის ყოფილა საიდუმლო, რადგან ამ შემთხვევაში ნათლად გამოჩნდებოდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის მისწრაფება ნატოსა და ევროკავშირისკენ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხები მზად არიან ნებისმიერი ფასი გადაიხადონ ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად ან, მით უმეტეს, შეეწირონ მას.
მეტიც – ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის იდეამ მხარდაჭერა საზოგადოებაში მოიპოვა ზუსტად იმის გამო, რომ ათეულობით წლის მანძილზე მას არწმენებდნენ, რომ ეს არის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ – მაგალითად, უშუალოდ ნატოს იდეა პოულარული გახდა იმის გამო, რომ ხალხს უნდა თავიდან აიცილოს ომის საფრთხე, მაგრამ თუ ეს ინტეგრაცია ომის საფრთხის შემცირების ნაცვლად პირიქით, ზრდის ამ საფრთხეს, მაშინ რა მოტივაციაზე შეიძლება აქ საუბარი?
ანუ, იმისთვის რომ ომი არ იყოს ომი გარდაუვალია?
აბსურდია, ხომ?
კი, აბსურდია.
ამიტომ, მე დღეს ის კი არ მიკვირს, რომ უკრაინიდან ბევრი პოტენციური წვევამდელი გარბის. მე ის უფრო მიკვირს, რომ ჯერ კიდევ ბევრს სჯერა ოფიციალური პროპაგანდის და იმის, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გასაგრძელებლად (რაც ასევე არავინ იცის ოდესმე წარმატებით დასრულდება თუ არა) ნებისმიერი ფასის გადახდა მისაღებია.” – განმარტავს ავალიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.