4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

„ზელენსკი ყოველ ჯერზე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე. პირდაპირ „ოქროს თევზს“ მოახტა. მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს მას ემსახურებოდეს „ოქროს თევზი“. აი, „ოქროს თევზის“ პასუხი“ – იულია ლატინინა ტრამპის განცხადებაზე

რუსი ჟურნალისტი და მწერალი იულია ლატინინა დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა. ლატინინამ აშშ-ის პრეზიდენტი „ოქროს თევზს“ შეადარა ზღაპრიდან „მეთევზე და თევზი“ და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ამ „ოქროს თევზს მოახტა“ – „მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი და შესაბამისი პასუხიც მიიღო“.

„ომის დაწყებისთანავე ზელენსკი იშორებდა ყველას, ვინც მისი პოტენციური მოკავშირე იყო. ანტისამხედრო განწყობის მქონე რუსებიდან დაწყებული პოლონელებამდე დამთავრებული. ყოველ ჯერზე ისე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე. ყველა მხარდაჭერაზე ისმოდა შეძახილი: „ცოტაა“. და აქ ზელენსკი პირდაპირ ოქროს თევზს მოახტა. მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი. ქვევითაა ოქროს თევზის პასუხი“, – წერს ლატინინა სოციალურ ქსელ X-ში და დონალდ ტრამპის განცხადებას აზიარებს.

დიქტატორი არჩევნების გარეშე – ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანაც აღარ დარჩება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.