4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება – “დიპ სტეიტის” სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი

ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო, ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილის განცხადებით, Ipsos-ის კვლევა “ დიფ სთეითის” სატყუარაა და ის უფრო გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი.

“რთულია არ დაეთანხმო – ერთი შეხედვით, კვლევამ ევროკავშირის ყველა ფუნდამენტური პრობლემა ზედაპირზე ამოიტანა და გამოააშკარავა ის მანკიერებები, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა – მსგავსი საკითხებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, ანალიზის გარეშე მოცემულობად მიღება და მით უმეტეს, აღტაცებაიმით, რომ თითქოს, ყველაფერი გამართლდა რასაც ვამბობდით – შესაძლოა, მძიმე შედეგებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება – “დიპ სტეიტის” სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი”,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.