4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ მიქელაძე რადიკალებზე: სამარცხვინო, უთავმოყვარეო „უსამშობლოები” მუდამ ასე „სხვის დაკვეთაზე” აგენტობდნენ

„სადამდე დაეცით? ხორცის შემდეგ სულიც გაყიდეთ?“ – ასე მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში რადიკალურ ოპოზიციას, რომლის წარმომადგენელმა ლევან ჯობავამ დღეს გამართუილ ბრიფინგზე გაახმოვანა ადგილობრივი ოპოზიციისათვის ევროკავშირის მაღალჩინოსნის მიერ გამოგზავნილი მიმართვა.

ზაალ მიძელაძე წერს, რომ ოპოზიციის უთავმოყვარეო საქციელია, როცა ბრიუსელიდან სამშობლოს სიძულვილით გაჯერებულ მესიჯს, საჯაროდ ტელეფონიდან კითხულობ.

„სამარცხვინო, უთავმოყვარეო „უსამშობლოები” მუდამ ასე „სხვის დაკვეთაზე” აგენტობდნენ. ცალ ფეხზე დგომიდან – კრემლად ქცეული ბრიუსელიდან – ცერზე დგომით „შეუცდომლად” ტელეფონიდან სამშობლოს სიძულვილის მესიჯს აკითხებენ.

სადამდე დაეცით? ხორცის შემდეგ სულიც გაყიდეთ?

და ამ ფონზე მადლობა ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ყველა ჯერზე სწორად აფასებენ მტერ-მოყვარეს, ჩვენ ერთად დგომით შევქმნით ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებულ ქვეყანას,“ – წერს ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.