4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ მიქელაძე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე: იმედია ბებერი და გონებაარეული ევროპაც „დაღვინდება“ და ოკეანგაღმელების ასეთი დასაცინი არ გახდება

„ტოლობის ნიშანი რომ დასვეს კრემლთან(მოსკოვთან), გააუფერულეს ჩვენი სწრაფვა ნანატრი ევროპისკენ,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც შტატები ნატოსთან თანამშრომლობისას მისი მუდმივად გაფართოების აღქმის დასრულებას ასახელებს:

ზაალ მიქელაძე იმედოვნებს, რომ ევროპა მოეგება გონს და დაუბრუნდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს.

„სუს-მა უნდა გამოიკვლიოს ილონ მასკიც ხომ არ იყო კამიტით გაბრუებული – ამ პოსტერით ყველაფერი ითქვა.

წლებია იმავეს ვეუბნებით ბრიუსელს: ტოლობის ნიშანი რომ დასვეს კრემლთან(მოსკოვთან), გააუფერულეს ჩვენი სწრაფვა ნანატრი ევროპისკენ.

იქ ახლა სხვა ფასეულობები დაგვხვდა ჩვენც და მასკსაც. ამას ხაზს უსვამს ახალი ამერიკული უსაფრთხოების სტრატეგია. ნახეთ სად ხართ და რა ადგილი გიჭირავთ ამ დოკუმენტში? ჩვენ ღმერთის რწმენა და ხელისუფლის გონიერება გადაგვარჩენს!

იმედია ბებერი და გონებაარეული ევროპაც „დაღვინდება“ ოკეანგაღმელების ასეთი დასაცინი არ გახდება,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.