4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ ანჯაფარიძე NGO-ს მიერ ჩატარებულ სოც-გამოკითხვაზე და პარტიების რეიტინგებზე- გამოვიდეს თავად ის ენჯეო, დაენახოს საზოგადოებას და აჩვენონ გამჭვირვალობის მაგალითი, სხვებისგან რომ ასე გაშმაგებით ითხოვენ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების რეიტინგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გამოვიდეს თავად ის ენჯეო (თუ ენჯეოები), დაენახოს საზოგადოებას და თქვას – ეს მე ვარ, ფული ამან და ამან გადაგვიხადა და გამოკითხვის შედეგები არის ესა და ეს.

“უკვე რამდენიმე დღეა საჯარო სივრცეში დაგულაობს ინფორმაცია ინკოგნიტო NGO-ს მიერ ჩატარებულ სოც-გამოკითხვაზე და პარტიების რეიტინგებზე, რომელსაც როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე , ყველა სათავისოდ კითხულობს

გამოვიდეს თავად ის ენჯეო (თუ ენჯეოები), დაენახოს საზოგადოებას და თქვას – ეს მე ვარ, ფული ამან და ამან გადაგვიხადა და გამოკითხვის შედეგები არის ესა და ეს. მოკლედ, დადონ დოკუმენტი

აჩვენონ გამჭვირვალობის მაგალითი, სხვებისგან რომ ასე გაშმაგებით ითხოვენ”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.