4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ ანჯაფარიძე ჯორჯ ბუშის განცხადებაზე- როგორც დონალდ ტრამპს სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ – გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში“.

ანალიტიკოსის თქმით, როგორც დონალდ ტრამპს სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე.

„ვინმემ ჰკითხოს ამ სუბიექტს, თავად ამერიკელები როგორ ექცევიან მათ ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. როგორც მას სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ჩათვლით“-წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.