4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ ანჯაფარიძე-წარმოიდგინეთ ქართული საზოგადოების განწყობა, მათ შორის ძალიან პროდასავლურების, თუკი ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დასავლეთის ხელიც ერია

“ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლიდან, რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი 2008 წლის ომის პროვოცირებაში დასავლეთის როლზე მინიშნება იყო. ხოლო სიტყვა “დაკვეთა,” და ამ დაკვეთის შესრულება სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მიერ, მას შემთხვევით არ უხსენებია.”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, თუ ეს მხილება მოხდა, თან წყალგაუსვლელი სამხილებით და დოკუმენტებით – სხვაგვარად ამ თემის წამოწევას და გაცოცხლებას აზრი არ ჰქონდა, მაშინ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები შესაძლოა კარდინალურად შეიცვალოს -უარესობისკენ.

“ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლიდან, რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი 2008 წლის ომის პროვოცირებაში დასავლეთის როლზე მინიშნება იყო. ხოლო სიტყვა “დაკვეთა,” და ამ დაკვეთის შესრულება სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მიერ, მას შემთხვევით არ უხსენებია.

ივანიშვილის ეს განცხადება რა თქმა უნდა მოისმინეს დასავლეთში და ეხლა ალბათ ფიქრობენ რა ხელჩასაჭიდი მასალა შეიძლება ჰქონდეს ქართულ მხარეს, რომ დასავლეთი ამ ომის “დაკვეთაში” ამხილოს.

თუ ეს მხილება მოხდა, თან წყალგაუსვლელი სამხილებით და დოკუმენტებით – სხვაგვარად ამ თემის წამოწევას და გაცოცხლებას აზრი არ ჰქონდა, მაშინ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები შესაძლოა კარდინალურად შეიცვალოს -უარესობისკენ.

წარმოიდგინეთ ქართული საზოგადოების განწყობა, მათ შორის ძალიან პროდასავლურების, თუკი ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დასავლეთის ხელიც ერია!”-წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.