4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ ანჯაფარიძე ძალადობის დამფინანსებელი არასამთავრობოების შესახებ ჯეი დი ვენსის განცხადებაზე: თუ ეს აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების მანიფესტია, მაშინ, საქართველოშიც უნდა ვიგრძნოთ კონკრეტული ქმედებებით, კერძოდ, ასეთი აქაური ორგანიზაციებისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც არეულობების და სხვა პოლიტიკური ძალადობის დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე და მათ პასუხისგებაზე ისაუბრა.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, თუ ეს აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის და მიდგომის ცვლილებების მანიფესტია, მაშინ წესით, ამას საქართველოშიც ვიგრძნობთ იმით, რომ ძალადობის წამხალისებელ აქაურ ორგანიზაციებს ყველანაირი დახმარება შეუწყდებათ.

“თუ ეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პირადი მოსაზრებაა, მაშინ ის დარჩება ასეთად და ამის იქით არ წავა. ხოლო თუ ეს აშშ-ს სახელმწიფო პოლიტიკის და ადრეული მიდგომების ცვლილების მანიფესტია, მაშინ წესით ეს აქ საქართველოშიც უნდა ვიგრძნოთ კონკრეტული ქმედებებით. კერძოდ, ასეთი აქაური ორგანიზაციებისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტით.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.