4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ ანჯაფარიძე: ყოვლისმომცველი დეგრადაციის გზაზე დამდგარი ოპოზიცია ითხოვს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელმა და როგორ

ყოვლისმომცველი დეგრადაციის გზაზე დამდგარი ოპოზიცია ითხოვს რომ საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელმა და როგორ, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, 1991 წლიდან გაერო დაეხმარა არჩევნების ჩატარებაში ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ანგოლა, კამბოჯა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ელ სალვადორი, ჰაიტი, კოსოვო, ლიბერია და ა.შ ანუ, ოპოზიციას სურს, რომ ასეთი ქვეყნების რიგებში იხილოს საქართველოც.

„ყოვლისმომცველი დეგრადაციის გზაზე დამდგარი ოპოზიცია ითხოვს რომ საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელმა და როგორ.

მე შეგახსენებთ, 1991 წლიდან გაერო დაეხმარა არჩევნების ჩატარებაში ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ანგოლა, კამბოჯა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ელ სალვადორი, ჰაიტი, კოსოვო, ლიბერია, მოზამბიკი, ნამიბია, სიერა ლეონე და ტიმორ-ლესტე, ასევე ავღანეთი და ერაყი.

ანუ, ოპოზიციას სურს ასეთი ქვეყნების რიგებში იხილოს საქართველო. დასკვნები თავად გააკეთეთ“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.