4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ ანჯაფარიძე: კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას!” (პ)რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო და NDI/IRI გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად, დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47,847-მა

ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას – უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ ევროპელ კურატორებს, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას” გასული წლის 8 ნოემბერს დაიწყო და გამოკითხვების მიხედვით, ხელმოსაწერად საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უნდა გაქცეულიყო, თუმცა, დღემდე, მხოლოდ 48 000-მდე ადამიანს აქვს ხელი მოწერილი.

“ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას – უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ ევროპელ კურატორებს.

ხელმოწერების დიდი კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას!” (პ) რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო. და NDI/IRI გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად. დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47,847 – თავად დათვალეთ რამდენი პროცენტია. სამომავლოდ, კიდევ არაერთი მსგავსი მითი დაინგრევა.” – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.