4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

Ზაალ ანჯაფარიძე დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე: “კეზერას” ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს

ეს რა აჯახა BBC-მ ამ “კრისტალურად ბინძურ” ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს თავდაცვის ყოფლი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს.

როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მათ, ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს, უხერხულობა უნდა შეექმნათ მას შემდეგ, რაც BBC-მ თაღლითური ქსელის უკან მდგარი ბიზნესმენები გამოავლინა, რომელთა შორის, ერთ-ერთი სწორედ დავით კეზერაშვილია.

„ეს რა აჯახა BBC-მ ამ “კრისტალურად ბინძურ” ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით.
კეზერვიზიებისთვის და კეზერპარტიებისთვის ოდნავ უხერხული მაინც უნდა იყოს “კეზერასგან” ფულის მიღება.
თუმცა, მიჰყვებიან რა ვანოსა მცნებასა – ფულს სუნი არ უდის. თან “კეზერას” ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.