4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი: ელისეს სასახლეში დონალდ ტრამპთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ

ელისეს სასახლეში დონალდ ტრამპთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში.

„მქონდა კარგი და პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ელისეს სასახლეში. პრეზიდენტ ტრამპი, როგორც ყოველთვის, მტკიცეა. მადლობას ვუხდი მას. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ემანუელს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩვენ ყველას გვინდა, ეს ომი რაც შეიძლება მალე და სამართლიანად დასრულდეს. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ხალხის შესახებ, ადგილზე არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე. ჩვენ შევთანხმდით ერთად მუშაობის გაგრძელებაზე და კონტაქტის შენარჩუნებაზე. მშვიდობა სიძლიერის გზით შესაძლებელია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.