4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ვიქტორ ორბანი – საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა – აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, როგორ ხართ ასეთი წარმატებულები

საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ცნობით, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

„სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ასე წარმატებულია. ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, თუ როგორ ხართ ასეთი წარმატებულები. ევროპას წარმატებული ქვეყნები სჭირდება. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის. ჩვენ საქართველოს მსგავსი ქვეყნების გაწევრიანება გვჭირდება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.