4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ვერაზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ვერაზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ვერაზე მომხდარ საზარელ შემთხვევას არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.