4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ვედიდკარში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა გაბიონის საყრდენი კედელი, ცხაურები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 2 067 789 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს.

ვედიდკარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.