4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ვახტანგ ძაბირაძე: “ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, იმიტომ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას ის სხვაგვარად ვერ შეძლებს”

“პერმანენტულად ასეთი დაპირისპირებები მეორდება ყველა ხელისუფლების პირობებში. როდესაც ხელისუფლება შედის ჩიხში, შემდეგ ჩნდება ასეთი დაპირისპირებები. ასეთი რამ საარჩევნო პერიოდს უფრო ემთხვეოდა ხოლმე. არც მანამდე იყო გამორიცხული, მაგრამ უფრო აქტიური ხდებოდა საარჩევნო პერიოდში. ახლა სრულიად გაუგებარია ასეთი ინტენსივობა. საკმაოდ დიდი დროა არჩევნებამდე და გაუგებარია ამ ინტენსივობით ამ დაპირისპირების გამოვლენა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, ხელისუფლება ასეთ პროცესებს იწყებს მაშინ, როდესაც მოსახლეობაში კარგავს რეიტინგს და ცდილობს რამენაირად საზოგადოებაში შიშისა და დაბნეულობის ელემენტი შემოიტანოს. დაახლოებით ასე იყო 2011 წელს. პოლიტიკაში ივანიშვილის მთავარი დამსახურება, დღევანდელი გადასახედიდან, იყო ის, რომ მან სამოქალაქო დაპირისპირებას აგვაშორა თავიდან. რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” ალბათ არჩევნებს გააყალბებდა და მოიგებდა. მაშინ ვიდექით სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე, რადგან ისეთი განწყობა იყო მოსახლეობაში, რომ წარმოუდგენელი იყო მაშინდელ ხელისუფლებას შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ქაოტური პროცესები დაიწყებოდა. დღევანდელი შეფასებით კი, ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, იმიტომ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას ის სხვაგვარად ვერ შეძლებს”, – აღნიშნავს ახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბრისას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.