4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

„ქრონიკა“ ასევე სვამს კითხვას, აპირებს თუ არა ეუთო, დაინტერესდეს საქართველოსთან მიმართებით საპარლამენტო ასამბლეის ქმედებებით.

„გმადლობთ ჩვენთან დაკავშირებისთვის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელი ორგანოა და სწორედ ისინი შეძლებენ თქვენს შეკითხვებზე საუკეთესო პასუხის გაცემას. მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: ნეტ პერი, კომუნიკაციებისა და პრესის ხელმძღვანელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ელ-ფოსტა: nat@oscepa.dk. პატივისცემით, ეუთოს პრესსამსახური“, – ასე უპასუხეს „ქრონიკას“ ეუთო-ს სათავო ოფისიდან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.