4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“ეს სამწუხაროა და არც ისე კარგი” – დონალდ ტრამპის თქმით, გაკვირვებულია, რომ დიდი ბრიტანეთი სოციალურ ქსელებში სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს თეთრ სახლში, ვახშამზე უმასპინძლა.

ერთ-ერთმა რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა: “პრეზიდენტო, რამდენიმე კვირაში დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებით. გუშინ ნაიჯელ ფარაჯი კაპიტოლიუმში იმყოფებოდა, ბევრს საუბრობდა ონლაინ ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სთხოვდა თქვენნაირ პოლიტიკოსებს, ამ ოთახში მყოფ ზოგიერთ ადამიანს, რომ ამ საკითხზე რეაგირება მოეხდინათ. რამდენად შემაშფოთებელია ეს საკითხი თქვენთვის?”.

პასუხად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ძალიან გაკვირვებულია დიდ ბრიტანეთში, სოციალურ ქსელებში, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით.

“დიდ ბრიტანეთში უცნაური რამ ხდება. ისინი ზომებს იღებენ, რაც გასაკვირია. მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ვნახოთ, რა მოხდება. ეს განსხვავებული, ცოტა განსხვავებული სიტუაციაა… ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რაც ხდება. სამწუხაროა. და ეს არ არის კარგი”, – განაცხადა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.