4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება 🏀

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთი იქნება.

თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 12 კალათბურთელი იქნება: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე.

კითხვის ნიშნის ქვეშ არის თორნიკე შენგელიას თამაში და მის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი მატჩის წინ მიიღებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.