ენტონი ჰოპკინსი პირველ მუსიკალურ ალბომს გამოუშვებს

ბრიტანელი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი გამოუშვებს თავის პირველ მუსიკალურ ალბომს სახელწოდებით Life Is a Dream („ცხოვრება სიზმარია“), რომელსაც 60 წლის განმავლობაში წერდა.

Variety-ს ცნობით, ალბომი 21 აგვისტოს გამოვა. კომპოზიციები შეასრულა ფილარმონიულმა ორკესტრმა ვენესუელელი დირიჟორის, გუსტავო დუდამელის ხელმძღვანელობით. პირველი სინგლი სახელწოდებით Bracken Road უკვე გამოვიდა. ის სამხრეთ უელსზე ჰოპკინსის ბავშვობისდროინდელი მოგონებებით არის შთაგონებული.

88 წლის ჰოპკინსმა ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო უკვე რამდენიმე წელიწადში ბეთჰოვენისა და შოპენის ნაწარმოებებს ასრულებდა. მოზარდობისას ის მუსიკას ადგილობრივი დადგმებისთვის ქმნიდა.

„მუსიკა ჩემი პირველი სურვილი იყო. მთელი ცხოვრებაა მუსიკას ვწერ. ზოგიერთი ეს ნაწარმოები ათწლეულებია ჩემთან ერთად ცოცხლობს და მათ კვლავ ვუბრუნდები“, – აღნიშნა მსახიობმა.

ჰოპკინსმა კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Decca Classics.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...