4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ეკა სეფაშვილი: გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც სწორედ სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით თავს ვარიდებთ კონფრონტაციას და ურთიერთობების დაძაბვას რუსეთის ფედერაციასთან

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.

დეპუტატისთვის გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, იმ ფონზე როცა სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, ქვეყანა თავს არიდებდა კონფრონტაციას და ურთიერთობების დაძაბვას რუსეთის ფედერაციასთან.

„გაუგებარია მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც სწორედ სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით თავს ვარიდებთ კონფრონტაციას და ურთიერთობების დაძაბვას რუსეთის ფედერაციასთან, გაუგებარია ეს დამოკიდებულება.

შეგახსენებთ, ეს ეხებოდა პირდაპირი, ორმხრივი სანქციების დაწესებას, ასევე რუსეთის მიერ ცალმხრივად, ორმხრივი ფრენების გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას. აკრიტიკებდნენ მთელ რიგ მიმართულებებს და საქართველოს შესახებ ჰქონდათ წარმოდგენა, ვითომ ჩვენ მომხრე ვიყავით რუსეთთან რაღაც თბილი ურთიერთობების, მაშინ როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, გარდა იმ ეკონომიკური ურთიერთობისა, რომელიც პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ინტერესებშია,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.