4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრაგეგიული პარტნიორობის განვითარება- ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სთან ურთიერთობებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.

დეპუტატის თქმით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ამერიკისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ამ პროცესში საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

„საუბარი იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება — ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის.

აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ამ რეგიონთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს,“ — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს აშშ-ში და ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში, სადაც განიხილება საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.