4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ედიშერ გვენეტაძე: ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა IRI-დან, კაჭრეთის საიდუმლო სერობაზე შეკრიბეს მეხუთე კოლონის წარმომადგენლები და დაუსახეს მისაღები ზომები – დავალება აქვთ მიღებული საქართველოს უკრაინიზაციის

ედიშერ გვენეტაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას ეხმიანება, იმის თაობაზე, რომ IRI-ისა და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით წუხელ კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა.

გვენეტაძის თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ არჩევნების გზით ვერანაირად ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. მანვე აღნიშნა, რომ კაჭრეთის შეკრებაზე მსჯელობა მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებაზე და ოპოზიციას საქართველოს უკრაინიზაციის დავალება აქვს მიღებული.

„ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა IRI-დან, კაჭრეთის საიდუმლო სერობაზე შეკრიბეს მეხუთე კოლონის წარმომადგენლები და დაუსახეს მისაღები ზომები!

აქ საუბარი საეჭვოა, რომ არჩევნებზე ყოფილიყო!

აქ უეჭველია მსჯელობა მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებაზე!

ვინაიდან თავადაც მშვენივრად უწყიან, რომ არჩევნების გზით ვერანაირად ვერ მოვლენ ხელისუფლებაში!
სინამდვილეში კი დავალება აქვთ მიღებული საქართველოს უ კ რ ა ი ნ ი ზ ა ც ი ი ს!

ვერ ეღირსებიან!“ – წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.