4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე – ვინც პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, არავინ უნდა შეხვდეს ამ პრეზიდენტად წოდებულს, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, მეგობარი ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლოს, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვინც პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, არავინ უნდა შეხვდეს პრეზიდენტად წოდებულს, რომელიც ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას.

“ასეა და ასეც უნდა იყოს! ვინც პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, არავინ არ უნდა შეხვდეს ამ პრეზიდენტად წოდებულს, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას!
სჩადის დანაშაულს მოუწოდებს რა მომიტინგე-ვანდალებს! უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან, საკუთარი ქვეყნის სამართალდამცველების ცოცხლად დაწვისა და ფიზიკურად გასწორებისაკენ…”- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.