4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დღეიდან, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყე

პირველი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან და ბორჯომში პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად დაბა ახალდაბში გავმართე.

ადგილობრივებთან ერთად ვიმსჯელე მათ საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე, ასევე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ახალდაბაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ასევე, ეწყობა ე. წ „ნეძვის გზა“ ჯამში, მიმდინარე წელს დაბაში 4,1 გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ, მოსახლეობის ჩართულობით, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ.

მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.