4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო მიჰყვება დაწესებულ წესს – გემი თუ სანქცირებულია მას არ შემოუშვებენ ქართულ პორტებში, თუ არ არის დასანქცირებული, ეს დარღვევაც არ არის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა, მედიასთან საუბარში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს თემა შავი პიარისთვის არის აგორებული.

მისივე თქმით, ქართულ პორტებში არ შემოსულა არცერთი სანქცირებული გემი.

„ქართულ პორტებში არ შემოსულა არცერთი სანქცირებული გემი. თუმცა მას შემდეგ, რაც გარკვეული გემები იმყოფებოდა ჩვენს პორტებში, მოგვიანებით კი მოხდა მათი დასანქცირება რასაკვირველია, ეს გემები ჩვენს პორტში ვეღარ შემოვლენ.

ეს შავი პიარისთვის აგორებული თემაა. საქართველო მიჰყვება დაწესებულ წესს – გემი თუ სანქცირებულია მას არ შემოუშვებენ ქართულ პორტებში, თუ არ არის დასანქცირებული, ეს დარღვევაც არ არის,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.