4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დიმიტრი ხუნდაძე: მინდა მივესალმო და მადლობა ვუთხრა საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, ოლიმპიელებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა. ხუნდაძემ სიტყვის დასაწყისში მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მედლის მოპოვება.

„ამ ტრიბუნიდან, მინდა მივესალმო და მადლობა ვუთხრა საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, ოლიმპიელებს, რომლებმაც უდიდესი სიხარული გვაჩუქეს მთელ ერს და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიური მედალი მოუპოვეს ჩვენს ქვეყანას“ – მიულოცა სპორტსმენებს დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.