4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დიმიტრი ცქიტიშვილი – ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან

პროვოკაციაზე წამოაგეს და ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი, – ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, ჯერჯერობით, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან პარტნიორს არ გაუკეთებია პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან.

„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევთ, რომ ძალადობრივად იმოქმედონ და ვიღაცები დაიჭირონ. ეს ლეგიტიმაცია მოიპოვეს, ამ პროვოკაციაზე წამოაგეს, ეს პროვოკაცია აძლევთ მათ საშუალებას და ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი. ამ პროვოკაციით შეიქმნა. ძალიან რთულია, ასე მარტივი არ არის. რამხელა ბრძოლა დაგვჭირდა, რომ საერთაშორისო აღიარება ყოფილიყო იმ პოლიტპატიმრების, რომლებიც არიან. მართლა უზარმაზარი ბრძოლა იყო მაშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოპოზიციასა და ხელისუფლების რეჟიმის მომხრეებს შორის, უზარმაზარი ბრძოლა მოვიგეთ, რომ დაფიქსირებულიყო და დარქმეოდა ამას ყველას პოლიტპატიმარი.

დღეს ძალიან რთული იქნება ამის გამეორება და ჯერჯერობით, რაც მე ვიცი, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან ჩვენს პარტნიორს ასეთი პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან, არ გაუკეთებია, ეს პრობლემურია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.