4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დავით ჩიხელიძე „ტვ პირველს“: ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებს გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გეკა გელაძე თავდაცვის სამინისტროში გადაჰყავთ, ხოლო ირაკლი ჩიქოვანს დიპლომატიურ მისიაში გაგზავნიან.

ჩიხელიძის თქმით, „ტვ პირველის“ „ჟურნალისტებს“ არ ერიდებათ ნოდარ მელაძის მოზელილ სიბინძურეში მუშაობა და თანხმდებიან 12-საათიანი ტყუილის გავრცელებას. მისი თქმით, კიდევ ბევრი დრო გავა და ჩიქოვანი და გელაძე პოსტებზე მუშაობას გააგრძელებენ.

„ტვ პირველის “ჟურნალისტებს” მინდა ვკითხო – არ გიტყდებათ მაგ კანტორაში, ნოდარ მელაძის მოზელილ სიბინძურეში გორაობა? კონკრეტულად ამ ტყუილს რომ ავრცელებდით, ზუსტად 12 საათიან ტყუილს, სინდისმა არ შეგაწუხათ? ზოგადად არ გაწუხებთ ტყუილებით ცხოვრება? ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებს გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?“ – წერს ჩიხელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.