2 ოქტომბერი, პარასკევი, 2026
2 ოქტომბერი, პარასკევი, 2026

დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა –

საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროკომისიის კვლევაზე.

ჩიხელიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით შეძლო ის, რომ მოსახლეობის ნდობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა იმ პოლიტიკის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

ექსპერტი, ასევე, აღნიშნავს, რომ კვლევა ევროკომისიის მიერ არის ჩატარებული და ეს არა უბრალოდ ერთი რიგითი ანგარიშია, არამედ საერთაშორისო კვლევით დადასტურებული რეალობა! მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ნდობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამის უარყოფას მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება.

„საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს.

ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. რაც საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ისტორიული შედეგია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შედეგი იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მუდმივად გვესმის საქართველოს მთავრობის კრიტიკა სწორედ ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ხშირად იქმნება ისეთი სურათი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების ნდობას კარგავს, თითქოს მისი პოლიტიკა მხარდაჭერას ვერ პოულობს და თითქოს ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობები მთლიანად ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ა.შ.
მაგრამ ერთია არამართლზომიერი კრიტიკა და მეორეა ფაქტი, ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობისადმი ნდობა გაიზარდა. ფაქტია, რომ საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

საქართველოს მთავრობამ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით შეძლო ის, რომ მოსახლეობის ნდობა არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა იმ პოლიტიკის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის ინტერესების დაცვა და გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

შეიძლება პირადი მიზნებიდან გამომდინარე ერთეულებს მთავრობის პოლიტიკა არ მოსწონდეს, მაგრამ აღნიშნული კვლევა ზუსტად ასახავს, ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულებას და განწყობებს, ევროპის საუკეთესო ხუთეულში ყოფნა არის მოცემულობა, რომლის იგნორირება შეუძლებელია.

კვლევა ევროკომისიის მიერ არის ჩატარებული, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ეს არა უბრალოდ ერთი რიგითი ანგარიშია, არამედ საერთაშორისო კვლევით დადასტურებული რეალობა! საქართველოს მთავრობის ნდობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამის უარყოფას მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება.“ – წერს ჩიხელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები