4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დავით ჩანქსელიანმა ბირთვის კვრაში, F53 კლასში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს პარა მძლეოსნობის ნაკრების წარმატებული სტარტი დუბაის გრან პრის გათამაშებაზე

“14 თებერვალს, ჩვენმა პარა მძლეოსანმა დავით ჩანქსელიანმა დუბაიში მიმდინარე გრან პრის გათამაშებაზე, ბირთვის კვრაში, F53 კლასში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.”- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

“ნაჩვენები შედეგით ჩვენმა პარა მძლეოსანმა იაპონიის მსოფლიო პარა მძლეოსნობის ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2024 წლის მაისის თვეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები აგრძელებს ასპარეზობას დუბაის გრან პრის გათამაშებაზე, რომლის მონაწილე 71 ქვეყანა და 560 პარასპორტსმენია.” – ნათქვამია განცხადებაში.

ონლაინგამოცემა “მხარე” ულოცავთს დავითს წარმატებულ სტარტს და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.