4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დავით ქართველიშვილი: რა „ანიტას” ხელფასი, რის შავNOდარას პრემია, სადა ვბანაობთ ხალხო?

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი კანონდარღვევის მორიგი ფაქტი მოჰყავს. როგორც ექსპერტი წერს, ყოფილი ჩინოვნიკების დანაშაულებრივი ქმედებები სახელმძღვანელოებში შესატანი მასალაა.

„გახარიას სოფლები” VS „არაბული სოფლების” წინააღმდეგ, ანუ რა ფართობი უნდა გაიაროს ყოველმა ჩინოვნიკმა (როგორც მინიმუმ) საბოლოოდ მიწიდან ამოღებულ ორ კუბო-მეტრამდე. ეს არის „სახელმწიფო მართვის თემაზე” დოქტორანტურის სახელმძღვანელოებში შესატანი მასალა.

სხვათა შორის, სწორედ ამ დარგში გვყავს დოქტორი იოსებ გოგაშვილი, რომლის სასტუმრომ სიღნაღში 1 ივნისიდან ახალი სეზონი გახსნა. დიახ, აი იმ სასტუმრომ – ადრე სადაც საბავშვო ბაღი იყო განთავსებული, მაგრამ შენობა ისე მოეწონა ვივამედელ ბელადს, რომ მან ბავშვები გამოყარა, კეზერას სახელზე გააფორმა, სასტუმრო ააშენა და მერე „ანტრეკოტას” აჩუქა საქართველოს სპეცსამსახურების დისკრედიტაციაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის გამო. რა „ანიტას” ხელფასი, რის შავNOდარას პრემია, სადა ვბანაობთ ხალხო,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.