4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დავით ქართველიშვილი “ევროსკოპის” რედაქტორის განცხადებაზე: გაიგეს თუ არა, რომ ევრობიუროკრატია ვერ ბედავს ქართველ ხალხს ვიზები გაუუქმოს, გამოსავალი იპოვეს: ვინაიდან ეს გაუქმება “ოცნების” ინტერესებში შედიოდა, ბრიუსელმა ვერ მიართვა თბილისს ასეთი “საჩუქარი”

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ევროსკოპის” რედაქტორის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტი თქმით, ევრობიუროკრატები ვერ ბედავენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ამიტომ ახალი მესიჯბოქსი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს ხელისუფლების ინტერესშია და ამიტომ, ბრიუსელი მას არ შეაჩერებს.

“წამოვიდა “მესიჯბოქსი” – გაიგეს თუ არა, რომ ევრობიუროკრატია ვერ ბედავს ქართველ ხალხს ვიზები გაუუქმოს, გამოსავალი იპოვეს: ვინაიდან ეს გაუქმება “ოცნების” ინტერესებში შედიოდა, ბრიუსელმა ვერ მიართვა თბილისს ასეთი “საჩუქარი” და ყველაფერი ძალაში დატოვა. ანუ, მორიგ ჯერზე, ევროკავშირმა “დაამარცხა” საქართველოში “რუსული ოცნება”. ეს არის “გამანადგურებელი” ტაქტიკური გამარჯვება და მის აღსანიშნავად კი ღირს კიდევ ერთხელ რუსთაველის გადაკეტვა, ან თუნდაც საზეიმო კონცერტის გამართვა. “მარიანის ღრმულში” ეგენი რომ ჩაუშვა სათითაოდ, აკვალანგებით, იქაც კი გააღრმავებენ დედამიწის რეკორდულ ფსკერს…”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.