4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დავით სუჯაშვილი ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე: შსს-სგან და მინისტრისგან ამაზე ინფორმირებულები არ ვყოფილვართ. ღია წყაროებიდან გავიგე. მოსახლეობა ჩავარდა საკმაოდ რთულ ვითარებაში, იქ დამატებითი საგუშაგოები გახსნა რუსეთის ფედერაციამ

მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში ამჯერად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი გამოიკითხა.

მისი თქმით, ის პროკურატურაში იმყოფებოდა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი.

დავით სუჯაშვილის განცხადებით, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ ღია წყაროებიდან გაიგო და აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი გახარიას საბჭოსთვის არ მიუმართავს.

„ვისაუბრე როგორც უსაფრთხოების საბჭოს წევრმა. იყო ორი საბჭო, ეს არის უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. ეს ორი საბჭო, რომ გაუქმდა ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა ახალი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. ამან წაიღო თავის პერიოდი. ეს იყო პირველი შეხვედრა და ეს შეხვედრა ატარებდა ძირითადად ტექნიკურ, საორგანიზაციო ხასიათს. საბჭოს თითოეულ წევრს შეუძლია მიმართოს თავის კომპეტენციის ფარგლებში პრემიერს, რათა მან მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. საბჭომ უნდა განიხილოს მსგავსი საკითხები. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მინისტრისგან ამაზე ინფორმირებულები არ ვყოფილვართ. ღია წყაროებიდან გავიგე ეს ინფორმაცია. კარგი იქნებოდა, რომ მანამდე მცოდნოდა ეს ინფორმაცია. მოსახლეობა ჩავარდა საკმაოდ რთულ ვითარებაში, იქ დამატებითი საგუშაგოები გახსნა რუსეთის ფედერაციამ“, – განაცხადა დავიოთ სუჯაშვილმა.

მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში დღეს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას ელოდებიან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები