4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დავით სონღულაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წლების განმავლობაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ყურადღება ორგანიზაციის მხარდაჭერით სოფლის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი ხელშემწყობი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მინისტრმა საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში მიმდინარე საკითხებზე, ასევე, ცხოველთა იდენტიფიკაციის, სურსათის უვნებლობის, ადრეული გაფრთხილების სისტემების, ჰაერის ხარისხის, ბიომრავალფეროვნების და სატყეო სექტორის მიმართულებებზე ისაუბრა.

როგორც დიდიე ტღებიუკმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობა ეფექტიანი და წარმატებულია, შესაბამისად, მხარდაჭერა და კოორდინირებული მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას ვები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოში წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.