4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დავით მათიკაშვილი: სურსათზე, მედიკამენტებზე და საწვავზე ფასები უნდა დარეგულირდეს, ფასები უნდა დაიწიოს იმ ზღვრამდე, რაც არის ლოგიკური და მიღებული ევროპულ ქვეყნებში

ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვს პრემიერ-მინისტრს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავიზიარებთ და შესაბამის დროებით კომისიას შევქმნით. სურსათზე, მედიკამენტებზე, საწვავზე ფასები უნდა დარეგულირდეს. ფასები უნდა დაიწიოს იმ ზღვრამდე, რაც არის ლოგიკური და მიღებული ევროპულ ქვეყნებში, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ფასებთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს და გახდეს ისეთი, როგორიც ევროპული ქვეყნების პრაქტიკაშია დანერგილი.

„გაიმართა უკვე რამდენიმე შეხვედრა, საზოგადოებამ იხილა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრები. ჩვენ ველოდებით პარლამენტში შესაბამისი კომისიის შექმნას და მუშაობის დაწყებას, ხელისუფლება გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს კანონის ფარგლებში, რომ დადგენილი არასწორი პრაქტიკა შეიცვალოს მართებული და კანონიერი პრაქტიკით და ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იმ ფასებში, რაც არის კონკრეტული პროდუქტისთვის ლოგიკური ფასნამატის თვალსაზრისით შეიძინონ პროდუქცია და არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს ორმაგ, სამმაგ და ოთხმაგ ფასებში, სამწუხაროდ დახლიდან გათვალისიწინებული ფასნამატით.“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.