დავით ვერავა სოფელ კახათში გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა ასფალტის საფარი, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზის საფარი არასდროს ყოფილა, არსებული გრუნტის გზა კი ამორტიზებული იყო და გადაადგილების დროს მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა.

პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების ღირებულება 600 ათას ლარზე მეტია, ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება. რეაბილიტირდება 1200-მეტრიანი მონაკვეთი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...