“ერთიანობის ისტორიული შანსი დღეს საბოლოოდ ხელიდან გავუშვით. და ამით მშვენიერი საჩუქარი გავუკეთეთ რუსეთს და ბიძინა ივანიშვილს. ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში პირველ ადგილზე ოცნება გადის და არა რომელიმე ოპოზიციური ძალა.” – წერს დავით დვალი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
“ზუსტად ამაზე იყო გათვლილი არსებული საარჩევნო სისტემა, რომ ოპოზიციურ ძალებს დეფიციტში აქვთ კომპრომისის უნარი, ვერ შეძლებენ პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა საერთო მიზნის დაყენებას. ამასობაში ივანიშვილი მაქსიმუმს დებს ამ არჩევნებში, მთლიანადაა ჩართული საარჩევნო პროცესში და მთელი საქართველოს მოვლას გეგმავს თავისი აკვარიუმით. ოცნების მხარეს რესურსების სრული მობილიზაციაა. ოპოზიციის მხარეს გვაქვს, რბილად რომ ვთქვათ, დაქსაქსულობა და ამით დემოტივირებული ამომრჩეველი.
თქვენი არ ვიცი და ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ჩემი გონება აპოკალიფსურ სურათებს ხატავს.” – წერს დვალი.








