4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში”- მიხეილ სააკაშვილმა კვლავ დემენცია “დაიმართა”

გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან მარშზე – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ საუბრისას განაცხადა, გუშინდელი დღე იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ ერთმანეთის გვერდით იდგა 3 წამყვანი ოპოზიციური ძალის აქტივი, იქვე იყო პრეზიდენტიც და „ყველანი ძალიან მეგობრულად იყვნენ განწყობილი ერთმანეთის მიმართ“.

„ძალიან ვამაყობ გუშინდელი ხალხის ერთიანობით. BBC-ს ჟურნალისტმა თბილისიდან ჩართვისას ხალხის რაოდენობას “ძალიან შთამბეჭდავი” უწოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვანახეთ მსოფლიოს, რომ მზად ვართ გამარჯვებისთვის და წინ ვერავინ დაგვიდგება.

გუშინდელი დღე იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ ერთმანეთის გვერდით იდგა 3 წამყვანი ოპოზიციური ძალის აქტივი და იქვე იყო პრეზიდენტი და ყველანი ძალიან მეგობრულად იყვნენ განწყობილი ერთმანეთის მიმართ.

ისე, ცნობისთვის, გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში“,- წერს სააკაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.