4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გურამ მაჭარაშვილი შეწყალებაზე: მიხეილ ყაველაშვილის ერთ-ერთი ჰუმანური აქტი, რომელიც შეეხება მსჯავრდადებულებს იქნება დასაბამი იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის აქვთ იმის შანსი, რომ რესოციალიზაცია მოახდინონ თავიანთ საზოგადოებაში

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხზე, რადიკალების კრიტიკას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც ეხმარება მსჯავრდებულებს რესოციალიზაციაში.

„გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილს არ უყვარდა და არ უყვარს საქართველო, ის არ იცნობდა საერთოდ საქართველოს მენტალიტეტს და აქედან გამომდინარე, მხოლოდ თავის შიდა წრეებიდან და მათი ოჯახის წევრებიდან ღებულობდა ინფორმაციას და ასე იწყალებდა ერთეულ ადამიანებს. ამიტომაც ვერ ექნებოდა ვერც ახალ წელს, ვერც აღდგომას და ვერც ნათლისღებას ასეთი მასშტაბური, სწორად რა თქმა უნდა მაგრამ მაინც მასშტაბური შეწყალებები და გამომდინარე აქედან, ეს მიხეილ ყაველაშვილის ერთ-ერთი ჰუმანური აქტი, რომელიც შეეხება მსჯავრდადებულებს რა თქმა უნდა იქნება დასაბამი იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის აქვთ იმის შანსი, რომ რესოციალიზაცია მოახდინონ თავიანთ საზოგადოებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული შეიწყალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები