4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გრეტა წიწავა ოპოზიციაზე: რომ იცი, სინამდვილეში ხარ ურეიტინგო და მარტო ქაღალდზე დაწერილი რეიტინგით ხარობ, მაშინ რეალურ არჩევნებს თავს არიდებ

ოპოზიციამ, რეალურად იცის მისი ძალიან დაბალი რეიტინგი და ამაზე მეტყველებს შუალედურ არჩევნებში მათი არმონაწილეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, IRI-ის ბოლოდროინდელი კვლევის შედეგების მიუხედავად, ოპოზიცია ვერ ბედავს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხელისუფლების ოპონენტებს, მომატებული რეიტინგი მხოლოდ ქაღალდზე აქვთ.

„რაც არ უნდა შეაგულიანოს IRI-იმ ზოგადად ოპოზიცია კვლევებით, ოპოზიციამ რეალურად იცის მისი ძალიან დაბალი რეიტინგი და ამაზე მეტყველებს შუალედურ არჩევნებში მათი არმონაწილეობა.
პოლიტიკური პარტია თუ ხარ ლოგიკურია არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სინამდვილეში რომ იცი ხარ ურეიტინგო და მარტო ქაღალდზე დაწერილი რეიტინგით ხარობ – მაშინ რეალურ არჩევნებს თავს არიდებ.“ – წერს გრეტა წიწავა Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.